23:39 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 21:36:10, 588 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - გვყავს პოლიტიკური პატიმრები - მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს

გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისინი,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, ევროპარლამენტარებსა და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნიკა გვარამიამ ასევე ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და აღნიშნა, რომ ის ციხეში სამ წელზე მეტია აბსურდული ბრალდებით იმყოფება.

"ამ დრომდე აპროტესტებენ საქართველოს მოქალაქეები, ათასობით ადამიანი იმყოფება გარეთ და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ისაკო დევიძე, ანატოლი გიგაური. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ეს პატიმრები და ასევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკვე სამ წელზე მეტია აბსურდული ბრალდებებით იმყოფება ციხეში, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics