11:50 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-22 12:45:00, 346 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი თევზმომშენებელ მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავასთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ერთ-ერთ უმსხვილეს თევზმომშენებელ მეურნეობაში Georgian Fish & Caviar-ში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე თევზის წარმოებაში არსებულ გამოწვევები და აკვაკულტურის განვითარებისთვის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

“სახელმწიფო მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოში წარმოებულ თევზის საერთაშორისო ბაზარზე გატანას. აკვაკულტურის განვითარებისთვის ლაბორატორიული კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადგილობრივმა ფერმერებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ ლაბორატორიასთან, რათა შექმნან ჯანსაღი ქართული პროდუქტი. რეგიონულ დონეზე არსებული ძლიერი თევზმომშენებელი ფერმების არსებობა კი ხელს უწყობს ჯანსაღი პროდუქტის წარმოებას“,- აღნიშნა პავლიაშვილმა.

შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის “ფორეჯი“, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics