11:43 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-22 11:57:38, 427 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერას და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსების გაზიარებას. ამ მიზნით, ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კურსი „სარესტორნო ბიზნესის მართვა“ დაემატა, რომელსაც ირაკლი ასათიანი, „სილკ ჰოსფითალითის“  ბრენდ შეფი უძღვება.

კურსი ექვსი ვიდეოლექციისგან შედგება და განიხილავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც რესტორნის წარმატებას განაპირობებს. კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ გახადოთ სარესტორნო ბიზნესი მომხმარებლისთვის საინტერესო, შესთავაზოთ მათ სიახლეები და მიაღწიოთ წარმატებას.

ვიდეოლექციებზე მოისმენთ რეკომენდაციებს რესტორნის კონცეფციაზე, ბიზნეს პროცესების მართვაზე, გუნდის სიძლიერეზე, მენიუს შერჩევაზე, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვაზე და სხვა საკითხებზე.

„მოხარული ვართ, რომ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს ვთავაზობთ საგანმანათლებლო კურსს, რომელსაც 19-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი უძღვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ, თუ რა საჭიროებები აქვთ ბიზნესის შექმნით დაინტერესებულ ადამიანებს რათა  მივაწოდოთ მათ რელევანტური ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, არ ვჩერდებით, მუდმივ რეჟიმში ვავითარებთ პლატფორმას Businesscourse.ge და ყველაზე მოთხოვნადი საკითხების შესახებ ვუზიარებთ ცოდნას ჩვენს აუდიტორიას“, - ამბობენ „საქართველოს ბანკში“.

ინფორმაციისთვის, კურსზე რეგისტრაცია უფასოა და მისი გავლა შესაძლებელია ონლაინ, ნებისმიერ დროს, სასურველი ადგილიდან. დარეგისტრირდით კურსზე „სარესტორნო ბიზნესის მართვა“ ან დაათვალიერეთ სხვა კურსები ვებგვერდზე www.businesscourse.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics