14:48 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-17 11:19:45, 463 ნახვა

საზოგადოება
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა 18 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა,  ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული  სამუშაოების გამო,  18 ნოემბრიდან  7 დეკემბრის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციდება გეგმიური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურება.

"კერძოდ,  გორგოლაჭების სექციას ჩაუტარდება რევიზია და კაპიტალური შეკეთება, გამოიცვლება გორგოლაჭების ღერძები და საკისრები, დემონტაჟი და შემდეგ მონტაჟი ჩაუტარდება ამძრავ სადგურში მზიდი/საწევი ბაგირის დამჭიმი ჭაღის ჰიდრავლიკურ ცილინდრს, მოხდება ჰიდრავლიკური და სამუხრუჭე სისტემების რევიზია, მაღალი წნევის მილების გამოცვლა და ფარეხში გონდოლების სრული რევიზია; უსაფრთხოების მიზნით, ზედა სადგურში არსებული დამცავი ბადე  შეიცვლება ახლით, ვიბრაციაზე შემოწმდება სადგურები და ანძები, გამოიცდება საბაგირო გზაზე არსებული უსაფრთხოების სისტემები.

სამუშაოებს, ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის"  სპეციალისტები ჩაატარებენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი „Creator ჩემპიონატი” გრძელდება - არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics