|
2024-11-14 10:02:00, 460 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ჯოზეფ ბორელი EU-ს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთავაზობს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირს სთავაზობს, ღაზას სექტორში მიმდინარე ომში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის გამო, ისრაელთან პოლიტიკური დიალოგი შეაჩეროს. ამის შესახებ Reuters-ი 4 დიპლომატსა და სააგენტოს მიერ ნანახ წერილის შინაარსზე დაყრდნობით წერს. Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილში ბორელი უთითებს, რომ არსებობს „სერიოზული შეშფოთება ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევის შესახებ“ და რომ „ეს შეშფოთება ისრაელის მიერ ჯერჯერობით საკმარისად განხილული არ არის“.
როგორც სააგენტო წერს, ევროკავშირის მიერ ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას ბლოკის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა დასჭირდება, რაც დიპლომატების თქმით, „ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს“. აღსანიშნავია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა გასულ კვირას გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ომში დაღუპულთა თითქმის 70% ქალები და ბავშვები არიან. ოფიციალურმა ისრაელმა გაეროს მოხსენება კატეგორიულად უარყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)