|
2016-02-27 16:06:09, 551 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურის განხილვა. „მომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი; საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი“, - აცხადებენ უშიშროების საბჭოს აპარატში. საბჭოს სხდომას მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ ესწრება, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)