|
2024-11-13 11:26:40, 363 ნახვა
საზოგადოება
ჰელსინკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა - ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ ქართული ღვინის წარდგენის და დეგუსტაციის ღონისძიებას 40-ზე მეტი სომელიე, ღვინის იმპორტიორი, მედიის და ჰორეკა სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრის და ქვევრის ღვინის ტექნოლოგია ღონისძიების მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ღვინის ექსპერტმა, ირაკლი ჩოლობარგიამ გააცნო. საუბარი შეეხო ქართული ღვინის წარმოების დღევანდელ მასშტაბებს, სახეობებს, მსოფლიო ბაზრებზე მოთხოვნებს და ექსპორტის ტენდენციებს. ჰელსინკში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, რომელმაც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჰელსინკში პირველი ქართული ღვინის ბარის მფლობელმა ლიკა მამუკაშვილმა ფინეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელ ლევან მაჭავარიანთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ფინეთში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აქტიური კამპანიის წარმოება და მიზნობრივ სეგმენტზე გათვლილი ღონისძიებების განხორციელება, რაშიც ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურად იქნება ჩართული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)