11:43 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 21:56:08, 354 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - ხელისუფლებაში სრულიად სამარცხვინო ადამიანები არიან. არც სტუმარ-მასპინძლობა იციან, არც პოლიტიკა

ხელისუფლებაში  სრულიად სამარცხვინო ადამიანები არიან. არც სტუმარ-მასპინძლობა იციან, არც პოლიტიკა, — ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა. 

"შეიძლება რაღაც საკითხში ჩამოსულ სტუმარს არ ეთანხმებოდე, მაგრამ ქართველი კაცისგან სტუმრის არ მიღება… შეიძლება რაღაც მიზეზის გამო არ მიიღო, მაგრამ დამუნათება, წყევლა და გინება, არცერთ ქართულ ტრადიციაში არ ეწერება. ამიტომ ესენი [ხელისუფლება] სრულიად სამარცხვინო ადამიანები არიან. არც სტუმარ-მასპინძლობა იციან, არც პოლიტიკა. ტიპური მონები არიან, რომლებიც ერთ რამეს ემსახურებიან — ბიძინას მორჩილები არიან. გასაქცევიც არსად აქვთ. მონური ქვეშევრდომები არიან და მათგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.

ასეულ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს იმ ქვეყნებში, რომლის წარმომდგენლებიც დღეს აქ არიან. წარმოუდგინეთ, ჩვენს ემიგრანტებს რომ უთხრან — "აქ რა გესაქმებათ, დაბრუნდით თქვენს ქვეყანაში". უმეტესობა არალეგალია და თავისი მძიმე შრომით აქ ოჯახებს არჩენს. ცოტა ვიღაც ხომ უნდა დაფიქრდეს, რომ როდესაც აქ ამ უზარმაზარი ქვეყნების წარმომადგენლებს ასე ექცევი, ეს შეიძლება ძალიან ცუდად მოუბრუნდეს ჩვენს თანამოქალაქეებს", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics