|
2024-11-09 14:45:52, 360 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე სერბეთის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მინისტრს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქეთში, ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს - მიხეილ სარჯველაძე, საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, სერბეთის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მინისტრს, ტატიანა მაკურას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა, ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის მიმდინარე რეფორმები და ინიციატივები განიხილეს. მინისტრებმა, ერთმანეთს, ამ მიმართულებით, არსებული გამოცდილება გაუზიარეს. იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომლებიც საქართველოსა და სერბეთში, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს, მხარეებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. "მინისტრთან ერთად, ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ქალთა და სამართლიანობის მე-6 საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. ღონისძიების თემა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ქალთა გამოწვევები და შესაძლებლობებია",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)