|
2024-11-09 10:52:50, 395 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე, თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მიხეილ სარჯველაძე, სტამბოლში, ქალთა და სამართლიანობის მე-6 საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. სამიტის თემა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ქალთა გამოწვევები და შესაძლებლობებია. მაღალი დონის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა. სესიაზე, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პროცესში, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა აუცილებელია.
საერთაშორისო სამიტში, ასევე, მონაწილეობს საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)