|
2024-11-07 16:18:38, 448 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მათიაშვილმა Cambrian Patrol 2024-ის მონაწილე სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა დიდ ბრიტანეთში გამართული სადაზვერვო ქვედანაყოფების შეჯიბრის - Cambrian Patrol 2024-ის მონაწილე სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უელსში გამართულ სამხედრო შეჯიბრში მონაწილეობა 36 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს, რომელთაგან ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ოქროს მედლები დაიმსახურეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა მათ გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. “გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, ფასიანი საჩუქრებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეჯიბრი - Cambrian Patrol, ბრიტანეთის არმიის ორგანიზებით, 1959 წლიდან რეგულარულად იმართება და სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებას ისახავს მიზნად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)