18:58 - 03 Jul, 2026
|
2024-11-07 12:39:49, 446 ნახვა
საზოგადოება
„სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საპროტესტო ბანერის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს
სადამკვირვებლო კოალიცია, „ჩემი ხმის“ წევრი ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საპროტესტო ბანერის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის წარმომადგენელი ავრცელებს. ბანერი, რომლის გამოც მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაციას ჯარიმა დააკისრა, ოზურგეთში „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ოფისის აივანზეა გადმოფენილი. ბანერზე არის შემდეგი ტიპის წარწერა: „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა!“ აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია მუნიციპალურმა ინსპექციამ, ბანერის „არასათანადო რეკლამად“ მიჩნევის გამო, რამდენიმე დღის წინაც, 1 500 ლარით დააჯარიმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)