|
2024-11-05 17:27:39, 417 ნახვა
პოლიტიკა
გორდულაძე - „ნაცკლასტერის“ პოლიტიკოსებმა სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე წინასწარ იცოდნენ
ალეკო ელისაშვილმა, გუშინდელი აქციის დროს, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მოსამართლეს თურმე მიღებული აქვს უკვე გადაწყვეტილება და მან დადასტურებულ ფაქტად იცოდა, რომ მოსამართლე გააუქმებდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საოლქო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. გორდულაძის თქმით, „ცალკე შესწავლის საგანია, საიდან იცოდა პოლიტიკოსმა წინასწარ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე“. მისივე განცხადებით, „წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა წინასწარ იცოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რაც შემდეგ რევოლუციის და გადატრიალების მცდელობისთვის უნდა გამოეყენებინათ“. „რა იცოდა პოლიტიკოსმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რა იცოდა, რა ედო თავში მოსამართლეს და რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ცალკე შესწავლის საგანია. წარმოუდგენელი ინფორმაცია ვრცელდება, რომ თურმე, მოსამართლემ თავის შინაგანი რწმენის და მტკიცებულებებზე დაყრდნობით კი არ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ, თურმე, პოლიტიკოსებმა და კონკრეტულად „ნაცკლასტერის“ შემადგენელმა პოლიტიკოსებმა, წინასწარ იცოდნენ სასამართლოს მისაღები თუ უკვე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე და მერე ეს ყველაფერი გამოყენებული უნდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში რევოლუციისა თუ გადატრიალების მცდელობისთვის, რაც ასევე წამოსცდა თინა ხიდაშელს, რომელმაც პარალელი გაავლო 2003 წელს, ბოლნისში სასამართლო გადაწყვეტილებასთან და მერე ეს ყველაფერი გამოყენებული იქნა ე.წ. „ვარდების რევოლუციისთვის“,- აღნიშნა გორდულაძემ. მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და დანარჩენ პარტიებს „სურდათ სასამართლოს გამოყენება ქვეყანაში არეულობის შემოტანის მიზნით და სწორედ ამის გამო მიმდინარეობდა ოპოზიციის მხრიდან სასამართლოს წინააღმდეგ კამპანია“. „სავარაუდოდ, დიდი ალბათობაა და არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის კლასტერში შემავალ პარტიებს სურდათ სასამართლოს გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა შემოეტანათ. სწორედ ამიტომ არის,რომ ისინი წლების განმავლობაში იმეორებენ და ახსენებენ „კლანს“ სასამართლოსთან მიმართებით, რითაც, ცდილობდნენ რომ ერთი მხრივ ჩამოეშალათ სასამართლოს რეპუტაცია, ხოლო მეორე მხრივ, ჩაეგდოთ სასამართლო ხელისუფლება ხელში, რათა ასეთი გადაწყვეტილებები, როგორიც თეთრიწყაროში იქნა მიღებული, მრავლად ყოფილიყო და შესაძლებლობა ჰქონოდათ მათ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)