|
2024-11-05 14:49:50, 323 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ ხუდადოვის ტყის აღდგენის სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებასა და ტყე-პარკის მოწყობას იწყებს. პირველ ეტაპზე ტყის ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და გარე განათება მოეწყობა. ასევე დაგეგმილია 14 426 ნერგის დარგვა. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სამუშაოებს ასევე გაეცნენ ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ჩიკვილაძე. ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შადრევანი, კაფე, სპორტული და საბავშვო მოედნები, ამფითეატრი, ავტოსადგომი, ცხოველების სასეირნო სივრცე და ველოსპორტისთვის განკუთვნილი ბილიკები. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 3 600 000 ლარს შეაგდენს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)