|
2024-11-04 16:06:45, 366 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერი განახლდა
გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე. სამუშაოების ფარგლებში, 12 117 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები, განახლდა სპორტული მოედანი; სკვერის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანებას დაეთმო და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 847 408 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას თბილოისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)