16:19 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-03 17:24:57, 504 ნახვა

პოლიტიკა
კუბერნატი - ევროკავშირში გაწევრიანება დეფაქტო შეჩერდა, საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს რომ გრძელდება

ევროკომისია გარკვევით წერს, რომ ევროპული საბჭო საქართველოს გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს,- ამის შესახებ ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც კუბერნატი აღნიშნავს, ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება.

"ევროკომისია გარკვევით წერს, რომ ევროპული საბჭო საქართველოს გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს. საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. ეს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშია საქართველოზე. ეს ერთი დოკუმენტია, მაგრამ მას განსხვავებულად კითხულობენ," - წერს ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics