|
2024-11-01 12:32:57, 351 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ნოემბერს ტრადიციადქცეული ღონისძიება - საშემოდგომო “ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკო-შემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში. “დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნება. „ყვავილების გამოფენაზე“ თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საშემოდგომო გვირგვინების, ლენტებით ქარგვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. ღონისძიება 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)