08:19 - 07 Jul, 2026
|
2024-10-29 14:42:19, 479 ნახვა
მსოფლიო
„ჰეზბოლას“ ახალი ლიდერი ნაიმ ყასემი გახდა
„ჰეზბოლამ“ ახალი ლიდერი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, დაჯგუფებამ ახალ ხელმძღვანელად ნაიმ ყასემი გამოაცხადა, რომელიც მანამდე „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა. დაჯგუფებამ ახალი ლიდერის დასახელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 27 სექტემბერს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმას „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელი ჰასან ნასრალა ემსხვერპლა. ნასრალას სიკვდილის შემდეგ, დაჯგუფების შემცვლელად ჰაშემ საფიედინი მოიაზრებოდა, თუმცა 4 ოქტომბერს, ისრაელის მიერ ბეირუთში მდებარე "ჰეზბოლას" მიწისქვეშა სადაზვერვო შტაბ-ბინაზე იერიშის შედეგად, ისიც დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)