|
2024-10-25 11:41:59, 478 ნახვა
საზოგადოება
„ატლანტიკური საბჭო“ ჩხრეკაზე - გვჯერა, რომ ხელისუფლება მისი ქმედებების თაობაზე უფრო მეტ სიცხადეს წარმოადგენს
"ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ტექნოლოგიების პროგრამებისა და სტრატეგიის მიმართულებით და კვლევითი ლაბორატორიის უფროსი დირექტორი, გრაჰამ ბრუკი საქართველოში მათი თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკას ეხმაურება და სოციალურ ქსელ X-ზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბუზიაშვილი და გელავა საქართველოში ეწევიან დამოუკიდებელ, უპარტიო საქმიანობას, რაც მიზნად დემოკრატიის დაცვას ისახავს. "24 ოქტომბერს, დილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, საქართველოში, "ატლანტიკური საბჭოს" ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის ორი თანამშრომლის სახლები დაარბიეს და მათი ელექტრონული მოწყობილობები ჩამოართვეს. ისინი არ დაუკავებიათ და საქართველოს ხელისუფლებას ბრალი არ წაუყენებია. ატლანტიკური საბჭო ღრმად შეშფოთებულია ამ განვითარებით და მისი გავლენით ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე, საქართველოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. ჩვენი ქართველი კოლეგები - სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი ჩართულნი არიან დამოუკიდებელ, არაპარტიულ საქმიანობაში, რომლის მიზანიც არის დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება მათგან, ვინც მისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს ციფრულ სფეროში. მათ შორის, კვლევითი საქმიანობით, რომელიც უკავშირდება უცხოური გავლენის ძალისხმევას, მარგინალიზებული ჯგუფების მიზანში ამოღებას და სხვა ციფრულ ზიანს. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს უფრო მეტ სიცხადეს მისი ქმედებების თაობაზე, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებასა და დაცულობას, მათი ქონების დაბრუნებას და მათთვის საშუალების მიცემას, რომ განაგრძონ ქართულ დემოკრატიაში წვლილის შეტანა. "ატლანტიკური საბჭო" დიდი ხანია, არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოსა და მისი მისწრაფებების, ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრების მხარდამჭერი",- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)