|
2024-10-22 19:47:01, 452 ნახვა
საზოგადოება
პოლიცია - მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 23 ოქტომბერს პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
23 ოქტომბერს თბილისში მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან,- ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, მოსალოდნელი გადატვირთული მოძრაობა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიების გამო, ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობის გარკვეული პერიოდით შეზღუდვას უკავშირდება. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 23 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიება. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში, ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან ღონისძიების ადგილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან. ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან, შეკრების დასრულებამდე იმოქმედებს. მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია განცხადებაში.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)