|
2016-02-25 18:41:49, 2102 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს 480 სმენის აპარატს გადასცემს
„სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის“ 2016 წლის პროგრამის ფარგლებში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს 480 სმენის აპარატს შეუძენს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ III-IV ხარისხის სმენაჩლუნგობის მქონე მოქალაქეები და 18 წლამდე ასაკის ბავშვები ნებისმიერი ხარისხის სმენაჩლუნგობით. „პროგრამის მიზანია სმენადაქვეითებულ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა. სმენადაქვეითებულ ბავშვთა მეტყველების, ფსიქიკური და ნევროლოგიური განვითარების ხარისხის გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს გადაეცემათ ციფრული სმენის აპარატები. პროგრამა ხორციელდება სოციალური ვაუჩერის მეშვეობით. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 120 000 ლარს. 2016 წლის პროგრამის ფარგლებში სმენის აპარატის შესაძენად უკვე გაცემულია 252 ვაუჩერი. გასულ წელს სამინისტრომ ამავე პროგრამის ფარგლებში სმენის აპარატი გადასცა 300 მოქალაქეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. პროგრამის სრული ვერსია იხილეთ: http://adjara.gov.ge/uploads/Docs/8d7402737d9d4fd096ad0bc46dc0.pdf
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)