|
2024-10-16 14:53:27, 311 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ერთი მადლობა ვინმეს თუ გადაუხდია ოპოზიციურ-ენჯეური, ოპოზიციურ-მედიური ფლანგიდან ივანიშვილისთვის, რომ პირველად გვაქვს იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოს ტერიტორიაზე?!
ასე ძალიან რომ ფიქრობთ ხოლმე, რომელი საელჩო რაში დახარჯავს ფულს, რამდენი დღე გავიდა, რაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ჩამოვიდა, რომელშიც რამდენიმე ათეული მილიონი გადაიხადა ბიძინა ივანიშვილმა, ერთი მადლობა ვინმეს თუ გადაუხდია ოპოზიციურ-ენჯეური, ოპოზიციურ-მედიური ფლანგიდან ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ჩვენ დღეს პირველად გვაქვს იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოს ტერიტორიაზე?! - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიას „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, „როდესაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერი აუქციონზე გამოვიდა, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციასაც ბიძინა ივანიშვილი გაახსენდა, რადგან ეს არის ის ადამიანი, რომლის იმედიც მის მტრებსაც აქვთ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს". „ამაზე ვინმემ მადლობა გადაიხადა? წარმოიდგინეთ ახლა, რომ ასეთი ხელნაწერი რომელიმე თქვენი სიმპათიის მქონე დონორს, ან ასე შემდეგ, ამაში დაეხარჯა ფული, აქ ხომ დაიღვრებოდით მადლობებში, ეს ხომ იქნებოდა იმ ქვეყნის დროშების ფრიალის მთელი წარმოდგენა იმ დღეს, იმიტომ რომ ეს როგორი წყალობა გაიღო ამ ქვეყანამ, რომ ჩვენ რაღაცა გაგვიკეთა და ერთი მადლობა ქართველისთვის გენანებათ, რომელმაც აქამდე ამდენი სიკეთე გააკეთა და ახლაც ასეთი სიკეთე გააკეთა. სხვათა შორის შეგახსენებთ, როდესაც ეს ხელნაწერი აუქციონზე გამოვიდა, მაშინ სოციალურ ქსელში ზუსტად იგივე ჯგუფები, რომლებსაც მადლობა ენანებათ დღეს, როგორ ამბავში იყვნენ რომ აბა იქნება ვინმემ იყიდოს და ვინ გაახსენდა ყველას? ვინ გაახსენდა ამ ქვეყანაში? ცოტა არის ფულიანი? თქვენი მფლობელი მამუკა ხაზარაძე? რა ფული არა აქვს ? რატომ არ იყიდა? მეორე ტელევიზიის მფლობელი კეზერაშვილი? ფული არა აქვს? რატომ არ იყიდა? რატომ გაახსენდა ყველას, ოპოზიციასაც, მედიასაც, ენჯეოსაც, რატომ გაახსენდა იმ მომენტში ყველას ბიძინა ივანიშვილი? და ხომ არ იყიდდა ბიძინა ივანიშვილი და ჩამოიტანდა ამ ნაწერს საქართველოში. აი ამიტომ გაახსენდათ, რომ ეს არის ის ადამიანი, რომლის იმედიც მის მტრებსაც კი, როგორც აღმოჩნდა მისი იმედი აქვთ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)