10:51 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-16 10:32:28, 408 ნახვა

მსოფლიო
ჰერცოგი - მინდა, ვუთხრა ლიბანელ ხალხს - თქვენ იხდით საფასურს ბოროტი ტერორისტული რეჟიმისთვის, რომელსაც „ჰეზბოლა“ ხელმძღვანელობს

მინდა, ვუთხრა ლიბანელ ხალხს: თქვენ იხდით საფასურს ბოროტი ტერორისტული რეჟიმისთვის, რომელსაც "ჰეზბოლა" ხელმძღვანელობს,- ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქალაქების - ჰაიფასა და კირიათ-ბიალიკის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ჰერცოგის თქმით, "ჰეზბოლა" მუდმივად ემუქრებოდა ჰაიფას, თუმცა აღნიშნული ქალაქის მოსახლეობა ძლიერი და მტკიცეა.

"მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ, რომ მიგვეღწია მეგობრული გადაწყვეტილებისთვის ლიბანის საზღვართან დაკავშირებით. სამწუხაროდ, "ჰეზბოლამ" არაერთხელ თქვა უარი. მინდა, ვუთხრა ლიბანელ ხალხს: თქვენ იხდით საფასურს ბოროტი ტერორისტული რეჟიმისთვის, რომელსაც "ჰეზბოლა" ხელმძღვანელობს. კარგი, ღირსეული ცხოვრების ნაცვლად ქვეყანაში, რომელიც როდისღაც ახლო აღმოსავლეთის სიამაყე იყო, ახლა ლიბანი იხდის საფასურს და ეს საფასური სულ უფრო და უფრო მძიმდება",- განაცხადა ჰერცოგმა.

ცნობისთვის, გასული კვირებში ჰაიფასა და კირიათ-ბიალიკის ტერიტორიებზე "ჰეზბოლას" მხრიდან რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები განხორციელდა. ჰაიფასთან ახლოს, სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 4 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 58 დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics