|
2024-10-15 21:53:36, 334 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძემ ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ზუგდიდში„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მამუკა მდინარაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მოგესალმებით, მეგრელებო! მოგესალმებით, სვანებო! უდიდესი პატივისცემით მივესალმები, გამორჩეულ, გამჭრიახ, უნიჭიერეს და პატრიოტ ქართველებს. ამ ორი ულამაზესი, უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე მხარის შვილებს. მივესალმები ჩვენს დელეგატებს, ბატონებს: დავით კოდუას, ილია ინჯიას, გიორგი ხახუბიას, გოჩა ენუქიძეს; ჩვენს სვან ძმებს „ხალხის ძალიდან“ - მივესალმები ბატონ სოზარ სუბარს, ვიქტორ ჯაფარიძეს. თუ ვინმემ იცის, ჩემო მეგობრებო, ურთიერთგატანა, ბრძოლა ეროვნული საქმის და ღირებულებებისთვის, ეს სწორედ მეგრელი და სვანი კაცი და ქალია. თუ ვინმეს მაგრად აქვს სისხლში გამჯდარი ბრძოლა ტრადიციული, ეროვნული ღირებულებებისთვის, ქართული, მეგრული, სვანური იდენტობის შენარჩუნებისთვის - ეს ხალხი ხართ თქვენ სწორედ და თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც, მეგრელებმა და სვანებმა იციან, თუ იციან. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკანასკნელი რამდენიმე ათეული წელი საკმარისზე მეტი იყო ამ ყველაფრის აღსაქმელად. შესაბამისად ამისა, ბუნებრივია, ჩვენი გულწრფელი მოწოდებაც იმაში მდგომარეობს, რომ 26 ოქტომბერს, არჩევნებში გადამწყვეტ უთანასწორო არჩევნებსა და ბრძოლაში, მხარი დაუჭიროთ მმართველ პარტიას, რომელიც მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, კეთილდღეობისთვის იბრძვის და რაც მთავარია, თავის სამშობლოს ემსახურება და არა ვინმე სხვას. შემდეგ კი, იმისათვის, რომ თავიანთ მომხრეებს და ხანდახან შეიძლება საკუთარ თავსაც დააჯერონ, რომ ასე არის. ანუ მათ ჰგონიათ, რომ ამით დააჯერებენ, რომ ყველაფერს ქართულს დაარქვან რუსული, რომ ყველაფერ ეროვნულს უწოდონ რაღაც სხვა, დამაკნინებელი სიტყვა. ასე ამართლებენ თავიანთ მოქმედებებს, მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს მეგობრებო, იმ თუნდაც ერთი ამომრჩევლის - ხაზგასმით ვამბობ, თუნდაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერას იმ პოლიტიკური ძალისადმი, მისი სატელიტი პარტიებისადმი, რომელმაც დადგა, შეასრულა, ჩაიწერა და მერე ისეთი კადრები ამოუვარდა, ყურში რომ ჩაგვესმის დღესაც მეგრელი კაცის განწირული ყვირილი და არ მინდა გავაგრძელო ამ საშინელებაზე ლაპარაკი. წარმოიდგინეთ, რომ ამ ხალხსაც კი ჰყავს მხარდამჭერები, შეიძლება ცოტა, მაგრამ ჰყავთ, რომელთა ნაწილს მართლაც ჰგონიათ, შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ აქ ებრძვიან რაღაც რუსულს და სადაც საბრძოლველი იყო, მათ ლიდერებს იქ არ უბრძოლიათ და წითელ ხიდზე ვერ ასწრებდა ვერავინ. თუ საბრძოლველი იქნა, ჩვენზე მაგრად ვერავინ იბრძოლებს!
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)