05:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:19:14, 758 ნახვა

ეკონომიკა
კახა კალაძე: „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომ საქართველო ბუნებრივი აირით სრულად იყოს უზრუნველყოფილი

"გაზპრომთან" შეთანხმება მიღწეული არ არის და მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება. რუსეთი საქართველოს საკუთარ პირობებს უყენებს და ფულად ანაზღაურებას ჰპირდება.

რუსულ კომპანიასთან დიალოგის თემა სომხეთისთვის გაზის ტრანსპორტირების გადასახადის საკითხია.

აღნიშნულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მინიტრმა კახა კალაძემ ის პირობები განმარტა, რაზეც ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უზრუნველყოფილი იყოს ბუნებრივი აირით სრულად და ასევე ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს, იმ შემთხვევაში რა საჭიროება და მოთხოვნაც იქნება ბაზარზე შეგვეძლოს ბუნებრივი აირის ყიდვა“, - განაცხადა კახა კალაძე.

შეგახსენებთ,  ამ დრომდე არსებული შეთანხმებით საქართველო რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული გაზის 10%-ს იღებდა, რაც გაცილებით მეტია იმ ფულად თანხაზე, რასაც რუსეთი დღესდღეობით საქართველოს ახალი შეთანხმების ფარგლებში სთავაზობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics