07:49 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-10 11:14:49, 329 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გაბიტაშვილმა სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურატურების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურატურების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

გიორგი გაბიტაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან, კამრან ალიევთან, ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილესთან და საერთაშორისო ურთიერთობების მდივათან, ბრიუს შვარცთან, ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორთან, სტივენ პარკინსონთან, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან, მუჰსინ შენტურქთან, საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორთან, საუდ აბდულლაჰ მ. ალშარიფთან და რუმინეთის გენერალურ პროკურორთან, ალექს ფლორენტასთან.

შეხვედრებს გენერალური პროკურორის მოადგილეები ნათია მერებაშვილი და გიორგი ბადაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ევროჯასთში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე ესწრებოდნენ.

საუბარი შეეხო შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში ურთიერთდახმარების მნიშვნელობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების პერსპექტივებს.

ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics