|
2024-10-10 09:18:50, 406 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ბილბორდებზე - გაღიზიანებული არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, უკრაინაში არსებული ვითარება სასურველად წარმოედგინათ
ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე. ამის გამო არიან შეწუხებული ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, უკრაინაში არსებული ვითარება სასურველად წარმოედგინათ ქართული საზოგადოებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, „კონკრეტული სუბიექტები სწუხან ამ ბილბორდების და შესაბამისი ვიდეორგოლის გამო ერთი მარტივი მიზეზით - ისინი 2,5 წლის განმავლობაში წარმატებით ახერხებდნენ, საქართველოს მოსახლეობისთვის დაემალათ, რა ხდებოდა და რა ხდება დღეს უკრაინაში". „მინდა, გამოვეხმაურო ცნობილ ბილბორდებს და შესაბამის სარეკლამო რგოლს, სადაც გამოსახული იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები - ომის სურათი და მეორე მხარეს - ქვეყნის განვითარება. კონკრეტული სუბიექტები სწუხან ამ ბილბორდების და შესაბამისი ვიდეორგოლის გამო ერთი მარტივი მიზეზით - ისინი 2,5 წლის განმავლობაში ახერხებდნენ წარმატებით, საქართველოს მოსახლეობისთვის დაემალათ, რა ხდებოდა და რა ხდება დღეს უკრაინაში, სადაც არის სრული კატასტროფა ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ინფრასტრუქტურის კუთხით და ა.შ. ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ისე წარმოაჩენდნენ მოვლენებს, რომ ჩვენ უნდა შეგვშურებოდა უკრაინის, პირდაპირ ამ ტერმინსსაც იყენებდნენ, რომ შურდათ უკრაინის, უკრაინელი ხალხის, უკრაინის სახელმწიფოსი. რეალურად, ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა ის ტყუილი, რაშიც ცდილობდნენ, დაეტოვებინათ ქართული საზოგადოება. მაშინაც იყო ბულინგი, მათ შორის სხვა ტელევიზიებიც, არა „ნაცმოძრაობის" ტელევიზიებიც რომ ნაკლებად აშუქებდნენ და აშუქებენ დღესაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ესეც ამ ბულინგის შედეგია, შენ თუ აჩვენებ იმ სურათს, რაც არის უკრაინაში, დაგიძახებენ რუსეთის გულშემატკივარს და ათას სისულელეს. რეალურად, საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე. ამის გამო არიან შეწუხებული ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, უკრაინაში არსებული ვითარება სასურველად წარმოედგინათ ქართული საზოგადოებისთვის. ამის მთავარი მიზანი რა არის - ისევ და ისევ ის განზრახვა, რაც აქვთ კონკრეტულ ძალებს. უნდათ საქართველოში ომი, მეორე ფრონტი, შენ სასურველად უნდა წარმოგიჩინონ უკრაინის მდგომარეობა, იმისთვის, რომ გარკვეულ დონეზე მაინც მოგინდეს ომი და მეორე ფრონტი შენს ქვეყანაში. ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები ამ სარეკლამო მასალებით",- განაცხადა პრემიერმა გადაცემა "იმედი LIVE"-ში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)