19:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 15:41:42, 406 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი რეზოლუციაზე - მოგვიწოდებენ, რომ ხალხის და ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მივიღოთ

მე გამოვედი ჩვენი გუნდის სახელით და ვთქვი, რომ ჩვენ არ მივუერთდებოდით ასეთი ტიპის სანქციებს და რატომ - ჩვენ ეს კარგად გვქონდა თავიდანვე გააზრებული, რომ სანქციების დაწესება რეალურად სანქციების დაწესებას ნიშნავდა ჩვენს თავზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლის ერთ-ერთ მოწოდებასაც საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება წარმოადგენს.

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, ქვეყნის  ეკონომიკა არა თუ 10 %-ით გაიზრდებოდა, არამედ 10 %-იანი ვარდნა ექნებოდა.  

„ამიტომ, ეს რეალური საფრთხეები ჩვენ რომ თავიდანვე დავინახეთ და გავთვალეთ, ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენ არ მივუერთდებოდით ამ სანქციებს. ამას გარდა, თქვენ კარგად იცით, რომ ამის მიუხედავად არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ ჩვენ სანქციების გვერდის ავლაში ვინმეს დავეხმარეთ.

ყველაფერი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ძალიან მაღალპროფესიონალური საქმე გაკეთდა ჩვენი სახელმწიფო უწყებების მხრიდან და ეს მოწოდება, რომელიც თქვენ ნახეთ, არის რეალურად მოწოდება ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ანუ ისინი მოგვიწოდებენ რომ ჩვენ მივიღოთ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ამას არასოდეს არ გავაკეთებთ, მიუხედავად ამ უაზრო რეზოლუციებისა და მსგავსი ტიპის ჩარევებისა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics