|
2024-10-08 14:21:25, 379 ნახვა
მსოფლიო
IDF - ბეირუთზე ავიაიერიშის შედეგად მოკლულია დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წევრი სუჰიელ ჰუსეინ ჰუსეინი
ბეირუთზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად მოკლულია დაჯგუფება "ჰეზბოლას" წევრი სუჰიელ ჰუსეინ ჰუსეინი, რომელიც ირანიდან იარაღის მიწოდებაზე იყო პასუხისმგებელი. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ჰუსიენი ირანული იარაღის ტრანსპორტირებისა და "ჰეზბოლას" ქვედანაყოფებში მისი დარიგების პროცესს მართავდა. "ჰუსეინი ასევე პასუხისმგებელი იყო "ჰეზბოლას“ ბიუჯეტის შედგენაზე და კოორდინაციას უწევდა დაჯგუფების მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებიც მიმართული იყო ისრაელის, ლიბანისა და სირიის წინააღმდეგ",- განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF). თავდაცვის ძალების მიერ ლიბანში წამოწყებული სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ 450 მებრძოლი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი ჰასან ნასრალა და 30 სხვა მაღალჩინოსანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)