10:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-04 16:06:23, 497 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით AWS Game Day გაიმართა

"საქართველოს ბანკი" აქტიურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური სფეროს განვითარებას საქართველოში. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Amazon – ის ღონისძიება AWS Game Day გაიმართა.

ღონისძიების მიზანი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის პრაქტიკული შესაძლებლობის მიცემა იყო.  AWS Game Day-ზე ჰაკათონი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა AWS-ის გადაწყვეტები რეალურ სამყაროში არსებულ პრობლემებს მიუსადაგეს.

ჰაკათონში მონაწილეობა დაინტერესებულ ადამიანებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად შეეძლოთ.

"საქართველოს ბანკი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია აქტიურ რეჟიმში ცდილობს ამ სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მთლიანად ქვეყანაში. წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ტექნოლოგიური ღონისძიების მხარდამჭერები ვყოფილვართ. AWS Game Day კი მორიგი ღონისძიებაა, რომლის მიზანიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის ამაზონის ვებ სერვისების გაცნობა, მისი პრაქტიკაში გამოყენება და ინდივიდუალური გადაწყვეტების მოფიქრება იყო. გარდა ამისა, ღონისძიება მათთვის ნეთქვორქინგ გარემოს შექმნასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა.  მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს გაეცნონ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics