09:18 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-03 16:13:14, 530 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების დაუფლებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების, თანხის გამოძალვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამი ღამის კლუბის მფლობელები, მენეჯერები, მიმტანები, დაცვის თანამშრომლები და მოცეკვავეები წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ტურისტებს კლუბებში ეპატიჟებოდნენ, კლუბის მოცეკვავეები ტურისტების მაგიდასთან სხდებოდნენ და მათ ანგარიშზე, ტურისტებთან შეუთანხმებლად ძვირადღირებულ სასმელს უკვეთავდნენ - ანგარიშსწორებისას, ბრალდებულები ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ.

"აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სხვადასხვა უცხო ქვეყნის 11 მოქალაქის 21 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. ასევე, მათ თანხის გამოძალვის მიზნით, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქის მიმართ მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, გამოძალვის და ძალადობის მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics