|
2024-10-02 15:06:33, 442 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა ანტონიო გუტერეში „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა
ისრაელმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განცხადებით, "ვისაც არ შეუძლია ცალსახად დაგმოს ირანის ამაზრზენი თავდასხმა ისრაელზე, ისრაელის მიწაზე ფეხის დადგმას არ იმსახურებს". "ეს არის გენერალური მდივანი, რომელსაც ჯერ არ დაუგმია ხოცვა-ჟლეტა და სექსუალური სისასტიკე, რომელიც ჩადენილია "ჰამასის“ მკვლელების მიერ 7 ოქტომბერს და არც ხელმძღვანელობდა რამე მცდელობას, მათი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისთვის. გენერალური მდივანი, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს, მოძალადეებს და მკვლელებს "ჰამასიდან", "ჰეზბოლადან", "ჰუსიტებიდან" და ახლა ირანიდან - გლობალური ტერორის მთავარი გემი - გაეროს ისტორიაში ლაქად დარჩება. ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეების დაცვას და ეროვნული ღირსების დაცვას, ანტონიუ გუტერეშთან ერთად, ან მის გარეშე“,- წერს კაცი X-ზე.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)