|
2016-02-23 14:05:43, 460 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტი შეაქვს
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტი შეაქვს. როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენცია დღეს პარტიის წარმომადგენლებმა გიგი წერეთელმა და გიორგი ღვინიაშვილმა გამართეს. „მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის განხილვაც დაწყებულია და რომელიც ითვალისწინებს შემდეგს - თუ პიროვნებას მიწაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, ასეთი მიწები სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა. ვინაიდან ეს საკითხი თითოეული გლეხისთვის ძალიან რთული და მძიმე იყო, 2012 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო, ასეთი მიწების აღრიცხვა/აღწერა მოხდა და დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნა. ვინაიდან გლეხი იდგა საშიშროების წინაშე, რომ მას შესაძლოა მამაპაპისეული მიწა დაეკარგა, სწორედ ამიტომ ჩატარდა ასეთი სამუშაოები და დღეს კიდევ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა გლეხი. მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით დადგა საშიშროება, რომ გლეხმა მიწა დაკარგოს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. რაც შეეხება გიორგი ღვინიაშვილს, მან კახეთის მაგალითზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. მისი თქმით, შესაძლოა ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი გლეხი, საერთოდ ულუკმაპუროდ დარჩეს. „მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხი, ყველას აღელვებს, ყველა რეგიონს. ჩვენ ვხვდებით მოსახლეობას და ეს კითხვები ისმება. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეგვაქვს ალტერნატიული კანონპროექტი. გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ ეს პროცესი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე წარმართოს და იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც შესაძლებელია საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, ეს უსასყიდლოდ გააკეთოს და გლეხს მიწა საკუთრებაში გადასცეს“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)