15:00 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 13:14:23, 755 ნახვა

საზოგადოება
ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე რაიონში დაწყებულ საგზაო სამუშაოებს გაეცნო

ვაკის გამგებლმა ნოდარ ტურძელაძემ ნუცუბიძის IV მიკრო რაიონის მე-10 კორპუსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ადგილობრივებმა გამგებელს აღნიშნულ მისამართზე დაზიანებული გზის საფარის შეკეთება და მოასფალტება სთხოვეს.

მიმდინარეობს 2300 მ2 ასფალტის ახალი საფარის დაგება; ასევე, მოეწყობა ბორდიურები და გზის სავალი ნაწილი.  საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მარტის  ბოლოს  დასრულდება.

"ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 10-მდე მისამართზე მიდის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2016 წლის პირველ ნახევარში ათეულობით შიდა ეზოსა და ქუჩის მოწესრიგებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ვაკეში მიმდინარე წლის ბიუჯეტით, გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაციისთვის 4  000 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics