|
2024-10-01 14:52:52, 338 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ისნის რაიონში ახალაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ისნის რაიონში ახალაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა. N124 ბაგა-ბაღი ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე აშენდა და აღსაზრდელების პირველი ნაკადი 16 სექტემბერს მიიღო. "ისნის რაიონში კიდევ ერთი ახალი ბაღი ავაშენეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ბაღი 290 ბავშვზეა გათვლილი. ამჟამად 150 ადგილია შევსებული და რეგისტრაცია ეტაპობრივად გრძელდება. გვინდა, რომ ჩვენს პატარებს ასეთ გარემოში უწევდეთ ყოფნა. ბაღი თანამედროვე სტანდარტებითაა აშენებული, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სათამაშოები, თეთრეული, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული და ევროპულია. ბაღში არის ოთხჯერადი კვება, რომელიც უმაღლეს დონეზეა. ჩვენ კიდევ გვაქვს დაგეგმილი ასეთი პროექტები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის. ყველაზე მთავარია ის, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილება და საჯარო ბაგა-ბაღები არის უფასო" - განაცხადა კახა კალაძემ. ბაღი 9-ჯგუფიანია და 290 აღსაზრდელზეა გათვლილი, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აქვს კეთილმოწყობილი ეზო გამწვანებითა და სათამაშო მოედნებით; შენობა აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, უსაფრთხოების ბადეებითა და სააღმზრდელო ჯგუფების ინდივიდუალური საევაკუაციო კიბეებით. პროექტის ბიუჯეტი 4,5 მილიონი ლარია. ახალგახსნილ საბავშვო ბაღში მერთან ერთად მერის მოადგილე კახა გულედანი და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)