|
2024-09-27 11:13:10, 335 ნახვა
საზოგადოება
შინდისისა და ფხვენისის ტერიტორიაზე წყალგამანაწილებელი არხების ჯამში 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა
ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების ფარგლებში, შპს “საქართველოს მელიორაციამ“ შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ძლევიჯვარის სარწყავი არხის მოწესრიგების სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფლების - შინდისისა და ფხვენისის ტერიტორიაზე, ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან წყალგამანაწილებელი არხების ჯამში 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. “ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, შინდისისა და ფხვენისის 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)