|
2024-09-27 11:03:29, 407 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ კამპუსი - ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა
“თიბისი“ ზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ამჯერად, სტუდენტებისთვის, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა “თიბისის კამპუსი“ დააარსა. “თიბისის კამპუსი“ სტუდენტებს ბიზნესის მიმართულებით სრულად დაფინანსებულ, სხვადასხვა ონლაინ სასწავლო კურსებს სთავაზობს. პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის. შეარჩიეთ და 10 ოქტომბრის ჩათლით დარეგისტრირდით თქვენთვის სასურველი კურსზე:
კურსები, რომლებსაც თიბისის გუნდის და სფეროს სხვა სპეციალისტები გაუძღვებიან, სტუდენტებს საბაზისო ცოდნას აძლევს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის. “თიბისისთვის“ ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა პრიორიტეტია. ტექსკოლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ახლა უკვე სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა შეარჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება, მიიღონ ახალი გამოცდილება ან გაიუმჯობესონ ცოდნა “თიბისი“ კამპუსში ბიზნესის და ტექნოლოგიების მიმართულებით“,- განაცხადა მაკუნა თავბერიძემ, “თიბისის“ ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი. “თიბისი კამპუსში“ სწავლა უფასოა, კურსებზე მისაღებად საჭიროა გაიაროთ 2 ეტაპიანი კონკურსი. რეგისტრაცია 26 სექტემბერს დაიწყო და 10 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. “თიბისი კამპუსის“ ბიზნეს კურსების პარტნიორია “კოლაბი“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)