|
2016-02-23 10:38:41, 452 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 23-26 თებერვალს სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ბერლინში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, მხარეები ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავენ. მინისტრი შეხვდება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველს. დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალურ სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს, აგრეთვე, გერმანიის ბუნდესტაგში, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან, ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საქმეთა, საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში. მიხეილ ჯანელიძე, ასევე, შეხვდება ბუნდესტაგის ე.წ. 94-იანების კლუბის წევრ დეპუტატებს. ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლები გერმანულ ანალიტიკურ ცენტრებში, შეხვედრები გერმანელ ექსპერტებთან და გერმანული მედიის წარმომადგენლებთან. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ზაარბრიუკენსა და ვადერნს ეწვევა. მიხეილ ჯანელიძე შეხვდება აღნიშნული ქალაქებს მერებს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებს. ესტუმრება ზაარბრიუკენის უნივერსიტეტსა და ვადერნის სკოლას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)