|
2024-09-25 16:26:50, 314 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საარჩევნო კამპანიები კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება
მართალია, პროცესები გარედან იმართება, არის პირდაპირი განცხადებები, მაგრამ ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კითხვაზე, იმართება თუ არა საქართველოში პროცესები გარედან, კახა კალაძის თქმით, საარჩევნო კამპანიები და რომელი პარტია ვისთან უნდა გაერთიანდეს, ეს კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება. „არის პირდაპირ ფაქტები, განცხადებები, ქმედებები. კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება საარჩევნო კამპანიები, რომელი პარტია ვისთან უნდა გაერთიანდეს, როგორ უნდა დაიშალონ და ა.შ. ყველაფერი ცხადია. რაც არ უნდა მოხდეს, ამის მიუხედავად, ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ დავამთავრებთ ამ ქვეყანაში აგენტურას და იმ მოღალატეების ბოგინს, რომლებიც ქვეყანას და მის ევროპულ მომავალს აზიანებენ. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე მივიღეთ, საქართველოს ხელისუფლება დაამთავრებს ევროკავშირში გაწევრიანებით“, - განაცხადა თბილისის მერმა. რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, კახა კალაძის თქმით, ეს ხდება იმის გამო, რომ მოწოდებების მიუხედავად, საქართველო ომში არ ჩაერთო. „ყველაფერი ხდება ორი მიზეზის გამო - საქართველოს ხელისუფლება ატარებს და იცავს ამ ქვეყნის ინტერესებს. სხვა დანარჩენი კი არის აბსურდი. ის, რომ ჩვენ არ დავიწყეთ ომი და დღეს, რომ სისხლში გათხვრილები არ ვართ, ომსა და უბედურებაში არ ვართ და ქვეყანა თავზე არ გვენგრევა, ამის გამო ხდება ეს ყველაფერი. სხვა ქვეყნის ლიდერებს წითელ ხალიჩაზე ხვდებიან, ხელს ართმევენ. მე მტერს არ ვუსურვებ ისეთ შეხვედრებს, ისეთ წითელ ხალიჩებზე სიარულს და ისეთ ხელის ჩამორთმევას. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინელი ხალხის თავს ხდება. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და ქვეყანას აარიდა ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება. დღეს, ჩვენი ახალგაზრდები ევროპაში სასწავლებლად მიდიან და ამის ნაცვლად მოუწევდათ ომში წასვლა, რადგან პირდაპირ მოწოდებები იყო, რომ საქართველო ომში ჩართულიყო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)