03:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 14:32:14, 413 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, ბანკის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანასთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

"მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა.

ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა და სამომავლო პროგნოზები.

დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 400 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრას 2024 წელს უზბეკეთის ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics