|
2024-09-25 11:10:40, 311 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კვეიჭოუს პროვინციის დელეგაციას შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კვეიჭოუს პროვინციის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას კვეიჭოუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ძია ლიძიუნი ხელმძღვანელობს. “შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამართალდამცავ სტრუქტურებთან არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაფართოებასა და გაძლიერებაზე. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ასევე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობაზე, ასევე სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. შეხვედრის დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში აქტიურად გაგრძელდება მუშაობა მხარეთა მიერ, არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)