|
2016-02-22 18:44:15, 431 ნახვა
პოლიტიკა
ახვლედიანი მის გადაყენებაზე: ეს არის სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრის პირდაპირი დევნა
მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მის გათავისუფლებას ბოლო დროს მის მეირ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. ახვლედიანის თქმით, სახეზეა სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრის დევნა. „პარასკევს საღამოს გამოაგზავნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მასალები. კვირას მაგებინებენ, რომ თუ სურვილი გაქვთ მოხვიდეთო, მე ვუთხარი, რომ ფიზიკურად ვერ გამოვცხადდები იმიტომ რომ ბიულეტენზე ვარ და თან ამ საკითხებს სჭირდება შესწავლა და ერთი სამუშაო დღე ხომ მაინც მჭირდება. იქ დარღვევა არ არის არანაირი, პირდაპირ კანონით მონიჭებული უფლება განვახორციელე, არავითარი სხვა რამ. საერთოდ წარმოუდგენელი იყო გადაყენების საკითხის განხილვა თუ მიმდინარეობდა. დღეს სხდომის მიმდინარეობისას დამირეკეს და მითხრეს, რომ ეს საკითხი განიხილებაო. ეს არის პირდაპირი დევნა განსხვავებული აზრისა სასამართლო სისტემაში,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. მანვე დასძინა, რომ ბრძოლა ახლა იწყება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)