|
2024-09-24 14:06:15, 397 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ლიბანს თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში
ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ლიბანს თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში,- ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ლიბანელ კოლეგასთან, აბდულა ჰაბიბთან ნიუ-იორკში შეხვედრისას განაცხადა. ვანგ ის თქმით, ჩინეთი "საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების დარღვევას მკაცრად გმობს". "როგორც არ უნდა შეიცვალოს სიტუაცია, ჩვენ ყოველთვის სამართლიანობისა და ჩვენი არაბი ძმების, მათ შორის ლიბანის მხარეს ვიქნებით. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ რეგიონული სიტუაციის განვითარებას, განსაკუთრებით ბოლო დროს ლიბანში საკომუნიკაციო აღჭურვილობის აფეთქებას და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს. დღეს ისრაელმა მორიგი მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელა ლიბანზე, რამაც გამოიწვია დიდი მსხვერპლი. ჩვენ მკაცრად ვგმობთ საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების დარღვევას",- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, "ძალადობასთან ძალადობით ბრძოლა არ გადაჭრის პრობლემებს ახლო აღმოსავლეთში და მხოლოდ უფრო დიდ ჰუმანიტარულ კატასტროფებს გამოიწვევს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)