|
2024-09-24 12:48:45, 349 ნახვა
საზოგადოება
„არმიჰოლში“ პროფესიული პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს “არმიჰოლში“, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედროების ოჯახის წევრებს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე პროფესიული უნარების სააგენტოსა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები შეხვდნენ. მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო პროფესიული განათლების პროგრამას, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აძლევს სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ახალ პროფესიებს, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დასაქმდნენ პროფესიული კუთხით. “თავდაცვის სამინისტრო პროფესიული განათლების კუთხით აქტიურად უჭერს მხარს სამხედრო მოსამსახურეებს, როგორც აქტიური სამხედრო სამსახურის, ასევე სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ. თავდაცვის სამინისტროსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, მოქმედ ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება სხვადასხვა პროფესიულ კოლეჯში და შესაბამისი პროფესიით განაგრძონ სამსახური თავდაცვის უწყებაში. სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ კი, მათ უწყება მხარს უჭერს და, “სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“ პროექტის ფარგლებში, აქტიურად ამზადებს სამოქალაქო პროფესიული ცხოვრებისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)