12:56 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 15:17:03, 333 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - საჭიროა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პრობლემა არ შეექმნას

მნიშვნელოვანია არჩევნებში "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევა იმ მავნებლების საწინააღმდეგოდ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგებიან, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს  გაეროს ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ტექსტში საქართველოს მხრიდან „თავდაუსხმელობის აქტის“ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის თბილისის მზაობის გამოხატვა განიხილება. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" უნდა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" გასამართლდეს.

"მავნებლები ხართ, ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას. შემთხვევით არ უსაუბრია ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს,  რომ მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მათი მოღალატეობრივი ქმედებების შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები. ამ ყველაფერს სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ ქვეყანას არ შეექმნას პრობლემები თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით", - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics