|
2024-09-23 10:49:31, 314 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“ დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა
"საქართველოს ფოსტამ" დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს. 20 სექტემბრიდან, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, საიუბილეო მარკასთან ერთად, წარმოდგენილია მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ექსპოზიცია. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველ ფოტოებს, მის პორტრეტებს და საოჯახში არქივში დაცულ სურათებს. გამოფენის დათვალიერება თავისუფალია. ქართული მარკა, მიმოქცევაშია 2024 წლის აგვისტოდან და ხელმისაწვდომია "საქართველოს ფოსტის" სერვისცენტრები საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბადრი გაგნიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 25.002 ერთეული",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)