|
2024-09-23 10:07:48, 315 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქმა უკვე მეოთხედ „ევროპული მობილობის კვირეულს“ უმასპინძლა
„საერთო საჯარო სივრცე“ - აღნიშული თემის ირგვლივ, 16-22 სექტემბერს, ევროპის 3 000-ზე მეტი ქალაქი გაერთიანდა და მათ წელს თბილისი უკვე მეოთხედ შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, ტრადიციულად, შეირჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. „მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და გამოიყო სპეციალური სივრცე ფეხით მოსიარულეთათვის/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის. გაიმართა ძველი და ახალი ავტობუსების გამოფენა. მიცკევიჩის ქუჩაზე წარმოდგენილი იყო მუნიციპალური ავტობუსების ამსახველი ფოტომასალაც. კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, მოეწყო იმიტირებული ველორბოლა და ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობები გადაეცათ. გარდა ამისა, 16 და 21 სექტემბერს ჩატარდა ღონისძიება - „საღამო მეტროში“. დაინტერესებული მოქალაქეები, ასევე, სტუმრობდნენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის” მეორე ავტობაზას. „მობილობის ევროპული კვირეული“ არის კამპანია, რომელიც სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ღონისძიებების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)