|
2024-09-23 09:01:29, 392 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც „გამარჯვების გეგმას“ წარადგენს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც ის “გამარჯვების გეგმას“ ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, “ამერიკას აქვს საკმარისი ძალა, რათა უკრაინის მოკავშირეებთან ერთად მათი საჭიროებები უზრუნველყოს“. “ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ისე, როგორც გათვალისწინებულია მშვიდობის ფორმულით, გაეროს წესდებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ვიწყებთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. ახლა მივფრინავთ პენსილვანიაში, შემდეგ ნიუ-იორკი, ვაშინგტონი. სწორედ ამ შემოდგომაზე წყდება, რა იქნება შემდგომ ამ ომში. პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია, გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, როგორც ეს საჭიროა ჩვენი გამარჯვებისთვის, საერთო გამარჯვებისთვის“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)