|
2024-09-22 17:44:26, 451 ნახვა
საზოგადოება
კესარია აბრამიძე დაკრძალეს
37 წლის ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე, დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდს ოჯახის წევრები, ახლობლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, თბილისში, დიღმის მასივში საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. შეგახსენებთ, 19 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)