|
2024-09-20 16:29:35, 413 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტების გაერთიანება - ორი დღის განმავლობაში საქართველო წამყვანი დასავლური გამოცემების ყურადღების ცენტრშია
ორი დღის განმავლობაში საქართველო წამყვანი დასავლური გამოცემების ყურადღების ცენტრშია - გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანის - British Airways-ი და ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ის საქართველოში ოპერირების დაწყების დაანონსებას 5 წამყვანი ევროპული მედია ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. გაერთიანების ცნობით, ორი უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ი და easyJet-ი მალე თბილისს ლონდონთან დააკავშირებს. “ორი უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ი და easyJet-ი მალე თბილისს ლონდონთან დააკავშირებს - მსგავსი შინაარსის სტატიებს ერთმანეთის მიყოლებით წამყვანი ბრიტანული გამოცემები აქვეყნებენ. The independent, Daily mail, ასევე Buiness Traveler, წამყვანი საავიაციო გამოცემა Travel Radar და Euronews Georgia. სტატიებში ხაზგასმულია, რომ ახალი პირდაპირი მიმართულებები ლონდონის ჰითროუს და ლუტონის აეროპორტებიდან ფრენის დროს 8 საათიდან 5 საათამდე შეამცირებს. საქართველო 2025 წლის ზაფხულის მოულოდნელი ცხელი წერტილი ხდება, რადგან British Airways-ი და easyJet-ი პირდაპირ რეისებს ლონდონიდაიწყებენ“,- ნათქვამია სტატიებში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)